ეს შესანიშნავი ვიდეო ვნახე ჯემალის ბლოგზე და არ შემეძლო არ გადმომეპოსტა.
კარგად დააკვირდით.
გიფიქრიათ იმაზე, თუ რა გვქმნის ადამიანად?
რატომ ვართ ასეთი განსხვავებულები თუნდაც სხვა პრიმატებისაგან?
homo sapiens მოაზროვნე ადამიანს ნიშნავს. დღევანდელი ადამიანი კი უკვე შემდეგ საფეხურზე დგას - homo sapiens sapien-ები გახლავართ (თუმცა, ეს სახელი ხომ ჩვენ თვითონ დავირქვით, სინამდვილეში ამას ვერ იტყვი, თუ გარკვეულ ინდივიდებს ცოტა დეტალურად დააკვირდები).
ამ პატარა მულტფილმში კი სწორედ ის ჩანს, რაც გვინდა რომ ვიყოთ - ყოველდღიური ნაცრისფერი (ვიდეოში ფერადია, მაგრამ მიმიხვდებით ალბათ ალეგორიას) და სტანდარტული მასისაგან განსხვავებით მხოლოდ ერთეულებს გააჩნიათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
მხოლოდ ერთეულები არიან ნონკონფორმისტები, ცენზურასთან მებრძოლნი, არ ხდებიან რიგიდულები და ამის საწინააღმდეგოდ, უფრო მოქნილ აზროვნების უნარს იყალიბებენ, აქვთ საკმარისი მოთმინება იმისათვის, რომ ცდებისა და შეცდომების გზით მივიდნენ სწორ გადაწყვეტილებამდე და არ დაკმაყოფილდნენ ნაჩქარევად მიღებული და ნაწილობრივ დაუსაბუთებელი რეცეპტებით.
აზროვნების ორივე მეთოდი ცალ-ცალკე და, ამავე დროს, ერთდროულად უნდა გამოვიყენოთ - კრიტიკული და შემოქმედებითი. არ უნდა შეუშინდეთ ჩარჩოებს, სადაც გსვამენ ბავშვობიდან, სკოლიდან, უნივერსიტეტიდან, საზოგადოებრივ წნეხს და მოთხოვნებს უნდა გაუძალიანდეთ და დაამსხვრიოთ სტერეოტიპები.
ამისათვის გარკვეული ექსცენტრიულობის გამომჟღავნებაც დაგჭირდებათ და არც ამას უნდა შეუშინდეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, რიგითი ადამიანი იქნებით, რომელიც მუშაობს იმიტომ, რომ ჭამოს, ჭამს იმიტომ რომ მოჯვას, ჯვამს იმიტომ რომ დაიძინოს, იძინებს იმიტომ რომ დაისვენოს, ისვენებს იმიტომ რომ სამსახურში წავიდეს...
კიდევ ორი სიტყვა შემოქმედებითი აზროვნების შესახებ:
1. Think different
2. Айзек Азимов. Профессия
Wednesday, December 16, 2009
როგორ გამრავლდნენ დედამიწაზე ადამიანები
ავტორი:
Dv0rsky
დრო:
01:08
ტეგ(ებ)ი
Think Different,
video,
აზროვნება,
ვიდეო
blog comments powered by Disqus
Subscribe to:
Post Comments (Atom)

