Monday, December 28, 2009
რადიო თავისუფლება
ავტორი:
Dv0rsky
დრო:
20:43
დღეს დილით ვიყავი რადიო თავისუფლების თბილისის ოფისში, ბლოგებზე ვილაპარაკე.
ოღონდ დილის 9 საათზე მომიწია გაღვიძება და საშინელ პახმელიაზე ვიყავი - რაც ძალიან კარგად ჩანს ფოტოზე, არა? :)
ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ რადიო თავისუფლების დღიურების 2007 და 2008 წლების გამოცემები მაჩუქეს (აუდიო-დისკებითურთ).
თუ არ იცით, ეს რა არის - გაეცანით მათ თავისუფლების საიტზე.
ამ დღიურებს 2006 წლიდან წერენ ქართული საზოგადოების როგორც ცნობილი, ასევე უცნობი წევრები - თითო კვირის განმავლობაში თითო ადამიანი წერს მის გარშემო მომხდარი საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ სხვა მოვლენების შესახებ.
ეხლა ვფიქრობ - თანმიმდევრობით წავიკითხო თუ ალაგ-ალაგ, ძირითადი მომენტები? :)
blog comments powered by Disqus
Subscribe to:
Post Comments (Atom)


