Monday, September 29, 2008

წამის მეასედი

ომის თემა რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი რამაა ხელოვნებაში.

თანამედროვე მსოფლიოში ეს თემა საერთოდ გაშიშვლებულია - ის ხალხიც კი, ვისაც ომი საერთოდ არ ეხება, ზის და ტელევიზორში, პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით უყურებს ომს რომელიმე სხვა კონტინენტზე, სხვა ქვეყანაში.

მე ნანახი მაქვს, როგორ ბომბავდნენ ამერიკელები ბაღდადს, ან როგორ ბომბავდა ნატო ბელგრადს (თეთრ ქალაქს), ჩვენს ომსაც უყურეს - ცხინვალი, გორი, იგოეთი, ფოთი, სენაკი მთელი მსოფლიოს ტელევიზორების ეკრანზე იყო გამოჭენებული.

ჟურნალისტები ხშირად ამბობენ, რომ მათი მოწოდებაა ფაქტების გადმოცემა - შიშველი ფაქტების, უბრალო ფაქტების - ყველანაირი შეფასებისა და ჩარევის გარეშე.

საკუთარ სიცოცხლესაც სწირავენ ჟურნალისტები, დიახ! თუმცა ხანდახან ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდად იქცევიან.

ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის მერე რატომღაც შემზიზღდა ეს ქალი.
იმ გოგონას სიცოცხლე ამ ფოტოაპარატის ფასი არ ღირდა?

blog comments powered by Disqus

ბოლო კომენტარები

Powered by Disqus