Friday, February 05, 2010

იცოდით, რომ...

დღიური, გარდა იმისა, რომ ჩემს ბლოგს ქვია, და ნიშნავს:
ავტორისეული ყოველდღიური ან პერიოდული ჩანაწერები, პირველ რიგში მოთხრობის სახით. ასახულის თანადროული (მემუარებისგან განსხვავებით). ამიტომ დღიურის დამახასიათებელია ჩაწერის თარიღის აღნიშვნა და მისი სინქრონულობა. დღიური მხატვრულ ლიტერტურაში ორი მნიშვნელობით გამოიყენება:
  1. მხატვრული პროზის ჟანრობრივი სახეობა. მისი აღმოცენება დაკავშირებულია სენტიმენტალიზმთან. მას ახასიათებს ავტორისეული თავისუფლება, ასასახავი მასალის შეუზღუდავი კომპოზიციური განლაგება და ავტორის, როგორც დამსწრე-მთქმელის, აზრებისა და შთაბეჭდილებების უშუალობა და თავისუფლება.
  2. სტილისტურ-კომპოზიციური ხერხი. ზოგჯერ დღიურის სახით წარმოდგენილია მხატვრული ნაწარმოების რომელიმე ნაწილი ან ნაწარმოებში ჩართულია ლიტერატურული გმირის დღიური, რომლითაც გადმოცემულია მისი სულიერი ისტორია, თვითდახასიათება, ინტროსპექცია. ასეთი ხერხი აძლიერებს მკითხველისეული აღქმის უშუალობას, ხელს უწყობს გმირის შინაგან სამყაროსთან დაახლოებას.
გარდა ამისა, დღიური თურმე ფართობის საზომი ერთეულიც ყოფილა:

დღიური, ფართობის საზომი ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში; გულისხმობდა მიწის იმ რაოდენობას, რასაც გუთნეული ერთ დღეში მოხნავდა. დღიურის სიდიდეს განაპირობებდა სამუშო დღის ხანგრძლივობა, გამწევი ძალა და ნიადაგის ხარისხი. ქართულ წყაროებში გვხვდება XVI საუკუნიდან. XIX საუკუნეში დღიური 0,39-0,5 ჰა უდრიდა. დღიურის ეკვივალენტური საზომი იყო "დღის მიწა", რომელიც წყაროებში XIII საუკუნიდანაა დადასტურებული.

მადლობა ვიკიპედიას
blog comments powered by Disqus

ბოლო კომენტარები

Powered by Disqus